ალექსი პეტრიაშვილი შვედეთის სამეფოში ორმხრივ შეხვედრებს მართავს

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 13:30

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი შვედეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. სახელმწიფო მინისტრი შვედეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს ჰანს ვოლმარს და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ურბან ალენს შეხვდა. ასევე, სახელმწიფო მინისტრს შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს პეტერ ჰალქვისტმა უმასპინძლა.

სახელმწიფო მინისტრმა შვედურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარებასთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს საგარეო -პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს პოლიტიკა უცვლელია და ქვეყანა განაგრძობს სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციისკენ.

შვედ პარლამენტარებს მიეწოდათ ინფორმაცია ამ მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, კერძოდ, საქართველოს ხელისუფლების გეგმაზე, დაასრულოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანმებაზე, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით მიმდინარე მოლაპარაკებები და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიოს სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებში, რომლის სამოქმედო გეგმაც ცოტა ხნის წინ გადაეცა ქართულ მხარეს.

დღესვე სახელმწიფო მინისტრი სიტყვით გამოვიდა შვედეთის უსაფრთხოებისა და განვითარების სტრატეგიის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების წარმომადგენლების წინაშე ალექსი პეტრიაშვილმა საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებსა და გამოწვევებზე ისაუბრა და შეხვედრის მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა.

შეხვედრაზე მხარეებმა პარლამენტთაშორისი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ალექსი პეტრიაშვილმა შევდეთის მხარეს მადლობა გადაუხადა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შვედი დამკვირვებლების გამოგზავნისთვის და იმედი გამოთქვა, რომ შვედეთის ხელისუფლება მომავალშიც მხარს დაუჭერს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განხორციელების პროცესს. საქართველოში მიმდინარე შიდა-პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე გაამახვილა და ახალი ხელისუფლების 100-დღიანი მოღვაწეობის შედეგები შეაჯამა.

შვედეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მინისტრს, ასევე, დაგეგმილი აქვს შეხვედრა შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ფრაკ ბელფრეგთან და თავდაცვის მინისტრ კარინ ენსტრომთან.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5