საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთში იმყოფება

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 13:17

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია სომხეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სომეხ კოლეგას სეირან ოჰანიანს და სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი დღეს სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. დღესვე, სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენლები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები დაესწრნენ. 

პირისპირ შეხვედრაზე მინისტრებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივ თანამშრომლობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს. განისაზღვრა საქართველოსა და სომხეთის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პრიორიტეტები - სამხედრო განათლება და საერთაშორისო ოპერაციებში მონაწილეობის გამოცდილების გაზიარება.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

"პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი პირველი ვიზიტი სწორედ სომხეთში შედგა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ორი სახელმწიფოს ურთიერთობა ვითარდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობა ყველა სფეროს მოიცავს. რეგიონალურ უსაფრთხოებაზე პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებმა უნდა იზრუნონ. ამიტომაც ჩვენს ურთიერთობას, ღრმა შინაარსიან და წინდახედულ სამომავლო უსაფრთხოების სტრატეგიას უდიდესი მნიშვნელობა აქვს“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43