H1N1 ვირუსის სულ 271 შემთხვევა დაფიქსირდა

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 13:24

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში H1N1 ვირუსით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული კიდევ 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

გარდაცვლილთა შორის ყველაზე მეტი 30-დან 64 წლამდე ასაკის პირები არიან. გარდაცვლილთა შორის სამი ორსული იყო, ორი ოთხწლამდე ასაკის ბავშვი, ერთი კი - 5-დან 14 წლამდე ასაკის. გარდაცვალების ერთი შემთხვევა 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფშიც დაფიქსირდა. სულ ლაბორატორიულად 271 შემთხვევაა დადასტურებული.

A(H1N1) გრიპის სიმპტომები ადამიანში ისეთივეა, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის გრიპის ინფექციისა. დაავადების ნიშნებია: თავის ტკივილი, სხეულში მტვრევის შეგრძნება, კანკალი, სისველე ცხვირში, ყელის ტკივილი, ხველა, ცხელება, ორგანიზმის დასუსტება.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46