ვენეციის კომისიის დასკვნის შინაარსი, საერთო სასამართლოების შესახებ, ერთ საათში გახდება ცნობილი

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 13:07

საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნის დოკუმენტის შინაარსი ერთ საათში გახდება ცნობილი. დოკუმენტის განხილვა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. წინასწარი დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირებით კომისიას უკვე აქვს, დოკუმენტს იცნობს ქართული მხარეც. იტალიაშია საქართველოს საპარლამენტო დელეგაციაც.

საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ უმცირესობას და უმრავლესობას. ოპოზიცია ამბობს, რომ არის დებულებები, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტს და ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს.

უმცირესობა მთავარ პრობლემურ საკითხად იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესს ასახელებს, რომელიც, მათი განმარტებით, იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობის დაშლას გულისხმობს.

მმართველმა გუნდმა  შეაჩერა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებების მიღება და ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.71
  • 3.19
  • 3.59
  • 0.05
  • 0.68
  • 1.6