ლევან გახელაძე მზადაა, პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდეს

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 12:17

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე მზადაა, შეხვდეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, თუ საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელი ამის სურვილს გამოთქვამს.

ამის შესახებ ლევან გახელაძემ "პირველი რადიოს" პრესკლუბში ჟურნალისტებს განუცხადა.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი მხოლოდ ბორდის წინაშე არის ვალდებული და არა სხვა სახელმწიფო ორგანოსადმი. პარლამენტი ამტკიცებს ბორდს, თუმცა პირდაპირ ანგარიშვალდებული თავის საქმიანობაზე ბორდი პარლამენტის მიმართ არ არის. თუ შეხვედრა იქნება კოლეგიალური, ასეთი მოსმენისთვის მზად ვართ", - განაცხადა გახელაძემ.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა, არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ხათუნა ბერძენიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლა, რასაც შემდგომ სამეურვეო საბჭოს მხრიდან არხის დირექტორის გათავისუფლება მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5