საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს აღნიშნავენ

პარასკევი, 08 მარტი, 2013 - 12:10

საქართველოში დღეს 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ამ დღეს დაბადებულთა შორის მამაკაცებს ქალბატონები სჭარბობენ.

საქართველოში 8 მარტს დაბადებული 17 158 ადამიანი ცხოვრობს, აქედან ათი ათასზე მეტი ქალბატონია.

8 მარტი საქართველოში უქმე დღეა. ეს დღე ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ დღემდე რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

დასავლეთში საერთაშორისო ქალთა დღე 1920-იანი წლების ბოლომდე მასშტაბურად აღინიშნებოდა, თუმცა შემდეგ კომუნისტებთან გაიგივების გამო, მისმა პოპულარობამ იკლო. 1960-იან წლებში ფემინიზმის აღმავლობის ჟამს ეს დღე ისევ იძენს პოპულარობას. 1975 წელს, რომელიც ქალთა საერთაშორისო წლად გამოცხადდა, გაერომ ოფიციალური სანქცია გასცა ქალთა საერთაშორისო დღის სპონსორობისთვის.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46