"სტუდენტური დღეები 2013"-ის პრეზენტაცია სეუ-ში გაიმართა

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 21:15

"სტუდენტური დღეები 2013"-ის პრეზენტაცია საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში დღეს გაიმართა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ  პროექტის პროგრამა წარმოადგინა.

წელს პირველად სტუდენტურ დღეები მონაწილეობა შეზღუდული შესაძლებობების მქონე სტუდენტებიც მიიღებენ. როგორც "ჯეონიუსს" საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის რექტორმა გია კავთელიშვილმა განუმარტა, ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) პრიორიტეტი 2013 წელს განათლება იქნება და აღნიშნა, რომ სტუდენტურ პროექტში მონაწილეობა ყველა უნივერსიტეტისთვის მნიშვნელოვანია.  

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრომ პროექტის "სტუდენტური დღეები 2013" ლოგოზე კონკურსში გამარჯვებულს ფულადი ჯილდო გადასცა. ღონისძიებაზე პროექტის ჰიმნი სალომე ბაკურაძემ, ვაჟა მანიამ და თიკა მახალდიანმა შეასრულეს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, იმის გამო, რომ სტუდენტური დღეები 2012-ის გამარჯვებული სეუ გახდა, ახალი პროექტირ პრეზენტაცია სწორედ ეროვნულ უნივერსიტეტში გაიმართა.

"სტუდენტური დღეები 2013-ში" მონაწლეობს მისაღებად უნუვერსიტეტებს დარეგისტრირება 25 მარტიდან შეეძლებათ. პროექტის ფარგლებში პირველი სტუდენტური ღონისძიება 14 აპრილს, დედაენის დღეს გაიმართება და უნივერსიტეტები ერთმანეთს სპორტულ და ინტელექტუალურ თამაშებში შეეჯიბრებიან. პროექტი 25 მაისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გრანდიოზული კონცერტით დაიხურება და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტრო გამარჯვებულ უნივერსიტეტებს დააჯილდოვებს.

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს ინიციატივით წელს სტუდენტური დღეები მესამედ ტარდება.  

 მირანდა ჭარხალაშვილი

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.42