აჭარის ფინანსთა სამინისტროში არასამთავრობოებთან შეხვედრა გაიმართება

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 20:31

ბათუმში, USAID დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ფარნავაზ მეფის ქ. 64) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო გამართავს შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და დაინტერესებულ მხარეებთან. შეხვედრაზე მოხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის იმ ინიციატივის პრეზენტაცია, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის გაძლიერებას შეეხება.

დაგეგმილი შეხვედრის მიზანია საზოგადოების ინფორმირება ზემოხსენებული ინიციატივის შესახებ და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში საზოგადოებრივი ჩართულობის მექანიზმების განხილვა დაინტერესებულ მხარეებთან.

შეხვედრას წარუძღვება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რამაზ ბოლქვაძე. ღონისძიებაზე დეტალურად იქნება განხილული ბიუჯეტის ფორმირების პროცესში დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის უზრუნველყოფა. შეხვედრაზევე შემუშავდება ურთიერთობის ფორმა, რათა მაქსიმალურად გამარტივდეს პროექტზე მომუშავე მხარეების ერთმანეთთან უფრო ეფექტურად დაკავშირება და ამით უზრუნველყოფილი იქნეს საზოგადოების მეტი ჩართულობა.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო დაწესებულებების და თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიასაშუალებები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5