სოფლის მეურნეობის სამინისტრომ რეგიონული საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებისთვის მანქანები შეიძინა

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 19:47

სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს  მიერ  გამოცხადებულ  ტენდერში  კომპანია  GT Motors-მა  გაიმარჯვა.  54  „სუზუკი  ჯიმნის“  მარკის  მანქანა   ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებში გაიგზავნება.

საკონსულტაციო სამსახურებს კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში სოფლის მეურნეობის კუთხით არსებული პრობლემების ადგილზე შესწავლა და ვითარების ანალიზი ევალება, რაც თავისთავად რაიონის მასშტაბით ხშირ გადაადგილებას ითვალისწინებს. კომპაქტური, მაგრამ მძლავრი და მაღალი გამავლობის „სუზუკი ჯიმნის“ ავტომობილები საგანგებოდ შეირჩა რეგიონებში ძნელად სავალი გზებისა და მიუდგომელი ადგილებისთვის.

საკონსულტაციო ცენტრების დაკომპლექტება 20 მარტს დასრულდება, რის შემდეგაც სამსახურები სრულყოფილად ამოქმედდება და ადგილობრივ ფერმერებსა და გლეხებს მათთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხზე კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს. ცენტრებში ქვეყნის მასშტაბით შესაბამისი კონკურსის გავლის შედეგად 250-მდე პროფესიონალი დასაქმდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42