დიდია ალბათობა იმისა, ბარათაშვილი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე აღადგინონ - კახა კოჟორიძე

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 19:25

ჩვენი გადაწყვეტილება სასამართლოში სარჩელის შეტანასთან დავავშირებით ძალაში რჩება, - განაცხადა "ჯეონიუსთან" საუბრისას საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის საინიციატივო ჯგფგის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე განმარტავს, შეხვედრაზე საქმის გარემოებაზე ისაუბრეს და საინიციატივო ჯგუგის წევრებმა მას მაუწყებელში არსებული ვითარების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

"ძალიან დიდია ალბათობა იმისა რომ სასამართლო ჩვენს მოთხოვნას, სამეურვეო საბჭოს მიერ მაუწყებლის გენერალური დირექტორის გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დააკმაყოფილებს, ვინაიდან კანონში წერია, რომ გენერალური დირექტორის თანამდებობის გათავისუფლების უნდობლობის საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა საბჭოს წევრების ერთი მეორედი. ამ შემთხვევაში გადაწყევეტილება მიიღო ცხრამ და არა ათმა ადამიანმა. მათ არ ჰქონდათ ამ ხმების რაოდენობით გიორგი ბარათაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების უფლება", - განაცხადა კოჟორიძემ და აქვე განმარტა რომ , იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ბათილად სცნობს, გიორგი ბარათაშვილის უფლებები მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე კვლავ აღდგება.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4