ანდრო ბარნოვი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების წარმომადგენლებს შეხვდა

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 19:35

შიდა ქართლის გუბერნატორი ანდრო ბარნოვი დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების დირექტორს, ნინო ჟვანიას და გორის ოფისის კოორდინატორებს შეხვდა. ცენტრების წარმომადგენლები გუბერნატორს გორის ცენტრის საქმიანობაზე ესაუბრნენ და აქტივობების სტატისტიკა გააცნეს. ნინო ჟვანიამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნის მასშტაბით ათი ცენტრი ფუნქციონირებს და პროექტის მიზანი დემოკრატიული დიალოგის ხელშეწყობა და წარმართვაა.

ჩართულობის ცენტრები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ადგილობრივ და რეგიონულ მთავრობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას და პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს სივრცეს შეხვედრების, დისკუსიების, განხილვებისა და პრესკონფერენციების გასამართად მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ნინო ჟვანიას თქმით, გორის ჩართულობის ცენტრი წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს და შეხვედრების სიმრავლით გამოირჩევა, თუმცა ამ ხნის მანძილზე ადგილობრივი მთავრობის აქტიურობა ნაკლებად ჩანდა.

ანდრო ბარნოვის განცხადებით, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ძალიან დაეხმარა მას ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების გაცნობაში და აღნიშნა, რომ ნებისმიერ დისკუსიასა და შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც საზოგადოების მხრიდან მისი ჩართულობის ინტერესი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ტყუპების შემდეგ კიდევ ერთი შვილი - ირინა სარიშვილის ემოციური პოსტი სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41