მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 19:02

საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაცია  ეხმიანება პარლამენტში მიმდინარე განხილვებს საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზაციის შესახებ“.

ასოციაციის განცხადებით, კანონის წინაშე თანასწორობა ყველაზე მთავარი ღირებულება უნდა იყოს საზოგადოებისთვის. სწორედ შერჩევითი სამართალი იყო მოქალაქეთა უკმაყოფილების ყველაზე დიდი საფუძველი. ადვილად შესამჩნევი იყო ის პრეფერენციები, რომლებითაც ძალიან ვიწრო წრეები სარგებლობდნენ, ხოლო სხვა მეწარმეები ხელოვნური სქემებით კოტრდებოდნენ და თმობდნენ ქონებას. უმკაცრესი საგადასახადო ადმინისტრირების ფონზე მცირე და საშუალო მეწარმეები ახორციელებდნენ სრულ დეკლარირებას, ცდილობდნენ , რომ შეცდომები არ დაეშვათ, იმაზე მეტ ვალდებულებებს იღებდნენ, ვიდრე ეკისრებოდათ. უმეტეს მათგანს გადახდილი აქვს გადასახადები და ფიქრობს მომავალ განვითარებაზე.

"დღეს, როდესაც საუბარი მიმდინარეობს არადეკლარირებული გადამხდელების ამნისტირებაზე, ეს ისევ იმ შერჩევითი სამართლის გაგრძელება იქნება, რაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ხორციელდებოდა. მართალია საგადასახადო ამნისტიის ზოგადი განხილვა ლეგიტიმურია, მაგრამ ის არ უნდა იყოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილების პროცესის ნაწილი და ერთი მხარის დაინტერესება", - აცხადებენ ასოციაციაში.

ასოციაცია მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, ამნისტიის განხორციელების შემთხვევაში:

• რას ეუბნებით იმ მეწარმეებს, რომლებმაც პირნათლად და უფრო მეტად შეასრულეს საგადასახადო ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე?

• რას ვეუბნებით იმ 92 000 მოქალაქეს, რომლებმაც წარმოუდგენელი „ჰუმანურობა“ გამოიჩინეს და თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში ქონება საჩუქრად გადასცეს სახელმწიფოს?

ასოციაციას მიაჩნია, რომ ამნისტია უნდა განხორციელდეს სალარო აპარატების წესების დარღვევაზე დაჯარიმებული მეწარმეების მიმართ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58