ამერიკელმა სკოლა 106 წლის ასაკში დაამთავრა

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 18:20

ამერიკელმა მამაკაცმა, რომელიც ქალაქ ბევერლიში ცხოვრობს, მასაჩუსეტსის შტატში სკოლა 106 წლის ასაკსი დაამთავრა, - წერს Associated Press-ი. ფრედ ბატლერის საშუალო განათლების დიპლომის გაცემის ცერემონიას, რომელიც  4 მარტს შედგა, ესწრებოდნენ ქალაქის მერი და სხვა ოფიციალური პირები. ფრედმა კი ყველას დიდი მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ძალიან აფასებს ატესტატს და ძალიან გახარებულია ბოლოსდაბოლოს მისი აღებით.

ბატლერი იძულებული გახდა,  სკოლა მეათე კლასში მიეტოვებინა და მუშაობა სტამბაში დაეწყო, რათა დახმარებოდა მარტოხელა დედას, რომელსაც ხუთი შვილის აღზრდა ძალიან რთულ მდგომარეობაში უწევდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ჯარში მსახურობდა, ომის შემდეგ კი წყალმომარაგების საქალაქო დეპარტამენტში მუშაობდა.

ფრედ ბატლერის ოჯახის წევრების თქმით, ის ძალიან დიდი ყურადღებით უდგებოდა შვილიშვილების განათლების საკითხს და მათ კარგ ნიშნებზე წამახალისებელ საჩუქრებსაც უკეთებდა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა ბატონო ირაკლი, თქვენ რომელი სახელმწიფოს პარლამენტის თავმჯდომარე ხართ? - ხათუნა ხოფერია კობახიძეს მიმართავს ქართველი ერი ტრაგედიების სიმბოლოდ იქცა... - მამა პეტრე კოლხი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.47
  • 3.04
  • 3.45
  • 0.04
  • 0.65
  • 1.46