თავდაცვის სამინისტომ ჯავშანჟილეტების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართა

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 17:27

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საქართველოს მთავარ პროკურატურას ჯავშანჟილეტების საქმესთან დაკავშირებით  საქმის მასალები გაუგზავნა. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა ვაკო ავალიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა,

2009 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „ტრეიდ ალიანს ჯგუფისგან“ მილიონ 680 ათასი დოლარის ღირებულების, უკრაინაში წარმოებული 3000 ცალი ჯავშანჟილეტი “Телохранитель М3” შეიძინა. ჟილეტების გამოცდის შემდეგ, მათი ხარისხი უარყოფითად შეფასდა, რაც იმას ნიშნავს, რომ შეძენილი ჯავშანჟილეტები გამტარია, როგორც პისტოლეტის, ასევე ავტომატის ტყვიისთვის.

“Телохранитель М3” მარკის ჯავშანჟილეტის შესყიდვაზე გადაწყვეტილება ეჭვს იწვევს, რადგან აღნიშნული ფარული ტარების ბიზნეს კლასის ჯავშანჟილეტს წარმოადგენს. ეს დასტურდება მწარმოებელი კომპანიის ვებ-გვერდზე არსებული ინფორმაციით და ჟილეტების თანხმლები პასპორტის მიხედვით და ვერ აკმაყოფილებს ჯარისთვის საჭირო მოთხოვნებს.

უხარისხო ჯავშანჟილეტების შესყიდვის შესახებ საქმის კურსში იყო თავდაცვის სამინისტროს იმჟამინდელი ხელმძღვანელობა, თუმცა არანაირი სამართლებრივი რეაგირება არ მომხდარა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შპს „ტრეიდ ალიანს ჯგუფს“ შორის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი 3.000 ცალი ჯავშანჟილეტის მიღებაზე არ შედგენილა, სასაქონლო ზედნადები და საგადასახდო ანგარიშ-ფაქტურა არ გამოწერილა. მიუხედავად ამისა, კომპანიის ანგარიშზე დარჩა თავდაცვის სამინისტროდან გადარიცხული 2 მილიონ 821 056 ლარი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47