გალფი ქალბატონებს 8 მარტს ორიგინალურად მიულოცავს

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 17:16

8 მარტს გალფის ავტოგასამართ სადგურებზე მისულ ქალბატონ მძღოლებს ყავილებით დახვდებიან, ხოლო სანაპიროზე მდებარე ავტოგასამართ სადგურზე, სადაც ამჯერად გათამაშების მეორე მთავარი პრიზი - Ranger Rover Evoque დგას, 13:00-დან 14:00 საათამდე უფასო საწვავის აქცია მოეწყობა.

ამ დღესთან დაკავშირებით გალფის ავტოგასამართი სადგურები შესაბამისი დეკორაციით გაფორმდება. მანდილოსანი მძღოლებისთვის ყვავილები 10 ავტოგასამართ სადგურზე 12 საათიდან მთელი დღის განმავლობაში დარიგდება.

უფასო საწვავის აქციასთან ერთად, გალფი მანდილოსნებს 8 მარტს საჩუქრებითაც მიულოცავს. ღონისძიების ფარგლებში მომხმარებლების განწყობაზე იზრუნებს მოწვეული DJ.

სარვამარტო განწყობით და უამრავი ყვავილით მომხმარებელს დახვდებიან გალფის შემდეგ ავტოგასამართ სადგურებზე:

1. ქ.თბილისი , ვ ბაგრატიონის ქუჩის დასაწყისში (ბაგრატიონის ხიდის ბოლოში, ელიავას მიმდებარედ)

2. კოსტავას 59

3. ქ. თბილისი, ქუჩა თამარაშვილი, ფიზიკის ინსტიტუტის მოპირდაპირედ (ვაკე-საბურთალოს კვეთა)

4. ქ. თბილისი, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გელოვანის გამზირი

5. ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი (თეგეტა მოტორსის მიმდებარე ტერიტორია)

6. კახეთის გზატკეცილზე შუშის ქარხნის მოპირდაპირე მხარეს

7. ქ.თბილისი, გლდანი III და IV-მკრ-ებს შორის

8. გულიას №1 (ორთაჭალის ავტოსადგურთან)

9. ქ.თბილისი, ჯავახეთის ქუჩის ბოლოზე, მოსკოვის ქუჩის გადაკვეთასთან (ვარკეთილის ხიდების ქვეშ)

10. ქ. თბილისი , ქუჩა მიქელაძე N 1 (დიღმის მასივი რესტორან ბაბილოსთან)

შეგახსენებთ, რომ გალფი მსგავს აქციებს სისტემატურად ატარებს. მომხმარებელზე ზრუნვის მიზნით, მთელი წლის მანძილზე უფასო საწვავის აქციები საქართველოს მასშტაბით ყველა ქალაქში მოეწყობა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.79
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.4