პროკურატურა დავით საყვარელიძეს სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების გაფლანგვას ედავება

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 16:22

 პროკურატურამ საპარლამენტო უმცირესობის წევრი დავით საყვარელიძე, ადვოკატის გიორგი ყავლაშვილის ჩვენების საფუძველძე დაკითხვაზე დაიბარა.  პროკურორის მირიან ჭუმბურიძს განცხადებით, ახალციხის მუნიციპალიტეტში ბიზნესმენებისთვის შენობების აუქციონის წესით მიყიდვის საქმეში დავით საყვარელიძის სახელი ფიგურირებს.

პროკურატურის ინფორმაციით, მთავარი პროკურორის მოადგილეს დავით საყვარელიძესა და ბიზნესმენს ეფრაიმ გურს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის სანაცვლოს ბიუჯეთში სოლიდური თანხა, 1 000 000 აშშ დოლარი უნდა გადახდილიყო. საქმეზე 2012 წლის 28 დეკემბერს სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომელთა მხრიდან სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტზე. კერძოდ, ერთ-ერთი ეპიზოდის მიხედვით: 2011 წლის 2 დეკემბერს ისრაელის მოქალაქის ეფრაიმ გურმა მისი წარმომადგენლის გიორგი ჩხეიძის მეშვეობით ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სოფელ ტატანისში 412 000 ლარად შეიძინა 168 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა - კულტურის სახლი.

გამოძიების მთავარი მოწმის გიორგი ყავლაშვილის,ჩვენებას პროკურატურა აცრცელებს, რომელშიც აღნიშნილია, რომ "მოცემულ საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა გიორგი ყავლაშვილმა გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებაში აღნიშნა, რომ 2010 წელში ეფრაიმ გურის შვილის რონენ გურის ბრალდების საქმეზე იგი მონაწილეობდა როგორც ამ უკანასკნელის დამცველი ადვოკატი, რომელიც იმ დროისათვის იმყოფებოდა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეფრაიმ გური თვლიდა, რომ მისი შვილი იყო უდანაშაულო და სურდა მის მიმართ საქმის შეწყვეტის მიღწევა.

გიორგი ყავლაშვილმა, რონენ გურის ბრალდების საქმის შეწყვეტის მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში ეფრაიმ გური შეახვედრა მთავარი პროკურორის იმჟამინდელ მოადგილეს დავით საყვარელიძეს, რომელთანაც ეფრაიმ გურმა დააფიქსირა თავისი სურვილი, რომ მზად იყო საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ გადაეხდა თანხა. კერძოდ: გ. ყავლაშვილის ჩვენებით დგინდება, რომ ეფრაიმ გურმა თავისი შვილის რონენ გურის მიმართ საქმის შეწყვეტის სანაცვლოდ საერთო ჯამში გადაიხადა 1 000 000 ლარი ახალციხის მუნიციპალიტეტში და მცხეთაში ამორტიზებული უძრავი ქონების შეძენის გზით. გადახდის ქვითრები კი წარუდგინა მთავარ პროკურატურას.

აღნიშნული საკითხების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, 2013 წლის 7 მარტს 15 საათზე მთავარი პროკურორის იმჟამინდელი მოადგილე დავით საყვარელიძე გამოძახებულია დაკითხვაზე"- აღნიშნილია მთავარი მოწმის ჩვენებაში.

დავით საყვარელიძე დაკითხვაზე მისვლას არ აპირებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46