ქალთა საერთაშორისო დღეს ღონისძიება „უთქმელი ისტორიები“ მიეძღვნება

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 16:13

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალთა ფონდის ინიციატივითა და ორგანიზებით  ღონისძიება „უთქმელი ისტორიები“ გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა ახალი დოკუმენტური ფილმის – „უთქმელი ისტორიების“ პრემიერა.

ფილმი ქალთა ფონდის მხარდაჭერით შეიქმნა და მოგვითხრობს მე–19 საუკუნის სამი ქართველი ფემინისტის, ბარბარე ჯორჯაძის, ეკატერინე გაბაშვილისა და კატო მიქელაძის, ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე. დოკუმენტური ფილმის მიზანია საზოგადოებისთვის ქართველი ქალების უცნობი ფემინისტური მემკვიდრეობის ჩვენება. ფილმის რეჟისორია სალომე საღარაძე, სცენარის ავტორი – თამთა მელაშვილი.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია თემაზე “ფემინიზმის წარსული და უახლესი ისტორია საქართველოში“.

აღნიშნული ღონისძიება ტარდება პროექტ “Women's Rights – Art in Action” ფარგლებში, ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით და მიზნად ისახავს ქალთა საკითხებისადმი საზოგადოების ცნობიერებისა ამაღლებას და მგრძნობელობის გაზრდას.

ღონისძიება გაიმართება 8 მარტს, 6 საათზე.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.81
  • 3.08
  • 0.04
  • 0.68
  • 1.41