თებერვალში ამორტყმული ჩეკების რაოდენობამ 2 მილიონით გადააჭარბა გასული წლის თებერვლის მონაცემებს

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 15:18

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განაგრძობს მონაცემების გამოქვეყნებას, რომელიც ასახავს ქვეყანაში ბიზნესის, მათ შორის, საშუალო და მცირე საწარმოთა ბრუნვის ზრდის ტენდენციას და გაყიდვების მოცულობის მატებას.

2013 წლის თებერვალში საკონტროლო-სალარო აპარატებით ამორტყმული ჩეკების რაოდენობამ თითქმის 2 მილიონით გადააჭარბა გასული წლის თებერვლის მონაცემებს, ხოლო აღნიშნული ჩეკებით გადახდილი თანხის მოცულობა დაახლოებით 150 მილიონი ლარით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

აღასანიშნავია, რომ ზრდა დაფიქსირდა ასევე მიმდინარე წლის იანვარშიც, როგორც ამორტყმული ჩეკების რაოდენობის, ასევე ჩეკებით გადახდილი თანხების მოცულობის მიხედვით.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.42
  • 2.71
  • 3.14
  • 0.04
  • 0.68
  • 1.44