ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის განადგურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 14:15

ზუგდიდის შსს-მ საგამოძიებო სამსახურმა ბოტანიკურ ბაღში ხეების ჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ "ჯეონიუსს" "უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ აცნობა. 

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, სულ მალე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მესვეურთა პასუხისმგებლობის საკითხიც დაისმება.

როგორც მჟავანაძე აცხადებს, საუკუნეზე მეტი ხნის ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში ასეულობით ხის მოჭრის ფაქტზე მთავარ პროკურატურას მიმართა, სადაც შესაბამისი მასალებიც გადაიგზავნა. მჟავანაძე ითხოვდა ბოტანიკური ბაღის განადგურების შეჩერებას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელთა პასუხისგებაში მიცემას.

"ბოტანიკურ ბაღში სამუშაოების დამკვეთი გახლდათ კომპანიაა შპს „ანაკლია-განმუხური რესორტი“, სამუშაოებს კი ასრულებდა კომპანია "სანი". წარდგენილი პროექტის მიხედვით, იგეგმებოდა ერთკილომეტრიანი ველოტრასის მშენებლობა და შემდგომ უნდა მომხდარიყო ტრასის გაფართოებაც ბოტანიკური ბაღის მთელ რადიუსში. ველოტრასის ბაღის შიდა ტერიტორიაზეც შეღწევით, ბოტანიკურ ბაღს განადგურება ემუქრებოდა.

ვინაიდან ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღს გააჩნდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი და ბოტანიკური ბაღი იყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბალანსზე, მუნიციპალიტეტს მშენებლობის პროექტი უნდა შეეთანხმებინა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსთან. ეს სტადია ბოტანიკურ ბაღს არ გაუვლია. რითაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მესვეურებმა ხელი შეუწყვეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადაგურებას, რაც სისხლის სამართლის კოდექსის 2592-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულია. "უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძიდან ეცნობა", - განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის მართველობის პერიოდში მშენებლობა და ხეების ჭრა შეჩერდა, თუმცა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მესვეურთა პასუხისმგებლობის საკითხი არ დასმულა.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43