საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტში განიხილავენ

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 13:00

საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე დღეს იმსჯელებენ. კომიტეტის სხდომას კანონპროექტის ავტორები და მაუწყებლის საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებიან.

"საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ" კანონის მიხედვით, მთლიანად იცვლება ბორდის დაკომპლექტების წესი. სამეურვეო საბჭო, 15-ის ნაცვლად, ცხრაკაციანი ხდება. აქედან სამს საპარლამენტო უმრავლესობა, სამს უმცირესობა, ორს კი ომბუდსმენი წარადგენს.

კანონპროექტის მიხედვით, აჭარის ტელევიზია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივ მაუწყებლად ყალიბდება, ხოლო მისი სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მეცხრე წევრი იქნება.

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.48
  • 2.7
  • 3.18
  • 0.04
  • 0.69
  • 1.47