ალექსანდრე ლომოური ლევან გახელაძეს გადადგომისკენ მოუწოდებს

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 01:45

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ალექსანდრე ლომოური მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ლევან გახელაძეს, გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და "გაიყოლოს ბორდის ის ნაწილი, რომელიც პოლიტიკური შეხედულებებიდან გამომდინარე აზროვნებს" და არ სურს საზოგადოებრივი მაუწყებელი ეკუთვნოდეს საზოგადოებას.

"ბოლო დროს საზოგადოებრივი მაუწყებლის ირგვლივ განვითარებული მოვლენები ცხადყოფს იმას, რომ ე.წ ბორდი ვერ აკონტროლებს შექმნილ სიტუაციას და არის უსუსურ მდგომარეობაში, რომელიც პოლიტიკური ჯგუფების მიმართ ორიენტირებს. საზოგადოებრივი მაუწყებელის სამეთვალყურეო საბჭოსა და მისი თავმჯდომარის გადაწყვეტილება, გენერალური დირექტორი ერთ თვეში შეეცვალათ, არის სამარცხვინო გადაწყვეტილება და ისინი ამისათვის უნდა დაისაჯონ. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე ღია და საჯარო კონკურსი მიმდინარეობდა და მასში ძალიან ბევრი კარგი კადრი იღებდა მონაწილეობას, თუ ისინი ანუ ე.წ უსუსური ბორდი თვლიდა, რომ ამ ადამიანებს არ ჰქონდათ სწორი ხედვა საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების, რატომ აცხადებენ ახლა ისინი, რომ გიორგი ბარათაშვილის სატელევიზიო პოლიტიკა და მენეჯმენტი იყო სუსტი? ისმება კითხვა, რას აკეთებდა ლევან გახელაძე მაშინ, როცა მეორე ტურში გადასულ კანდიდატებს უსმენდა? აი. სწორედ ამისათვის უნდა დაისაჯოს და გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან და მისცეს საზოგადოებას საშულება, პირველი არხი გახდეს მართლაც დამოუკიდებელი და საზოგადოების ინტერესებზე მორგებული", - აცხადებს ალექსანდრე ლომოური.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გიჟია , ხალხო, რას აპიარებთ? - კობა დავითაშვილი აჰა, ქოცებო აკომენტირეთ ეს როგორც გინდათ - მიხეილ სააკაშვილი ეხლა დაეწყვნენ ის მწერლები... და ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას ე.წ. მწერალ ზვიად რატიანის გამო - ნიკოლოზ მჟავანაძე ყოველთვის, როცა დაკავებული მტყუანია და იგინება, პოლიციელების სამხრე კამერები გამართულად მუშაობს - კახა კუკავა საპოლიციო პრაქტიკასა და ზვიად რატიანზე პირი, რომელსაც აქვს თავშეკავების ვალდებულება, თავს ვერ იკავებს და იგინება. ეს პირი არის პრემიერი... - ირაკლი ტაბლიაშვილი ვიღაც მუდრეგს "ზევიდან" ოთო აბესაძის ულამაზეს ცოლზე ჰქონდა თვალი დადგმული! - ლალი მოროშკინა

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.88
  • 3.29
  • 0.04
  • 0.55
  • 1.44