მაკედონიის რესპუბლიკის მოქალაქე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 11:40

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული მაკედონიის რესპუბლიკის მოქალაქე ივან ს. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მაკედონიის მოქალაქე ცხელ კვალზე, ორთაჭალის ავტოსადგურის ტერიტორიაზე დააკავეს. პირადი ჩხრეკისას, მას დიდი ოდენობით 150,05 გრ გამომშრალი ,,მარიხუანა" აღმოაჩნდა. ნარკოტიკული საშუალება დაკავებულმა საქართველოში მაკედონიიდან, სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, უკანონოდ შემოიტანა.

ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5