ალექსი პეტრიაშვილი ნორვეგიის თავდაცვის მინისტრს შეხვდა

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 01:38

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ნორვეგიის სამეფოში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს, სადაც მორიგი მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრა ნორვეგიის თავდაცვის მინისტრ ანნე-გრეტე სტრომ ერიქსენთან გამართა.

სახელმწიფო მინისტრმა ნორვეგიულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, აგრეთვე, ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ყურადღება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრირების საკითხში საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის ნორვეგიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

ალექსი პეტრიაშვილთან საუბრისას ანნე-გრეტე სტრომ-ერიქსენმა განსაკუთრებით აღნიშნა ავღანეთის ISAF-ის (საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები) საერთაშორისო მისიის ფარგლებში ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილი და კიდევ ერთხელ დაადასტურა ნორვეგიის ხელისუფლების მხარდაჭერა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით.

შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველო-ნორვეგიას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ქვეყნებს შორის 2012 წელს განახლებული თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა წარმატებით ხორციელდება. სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს თავდაცვის სფეროში ნორვეგიის გამოცდილების გაზიარებას, ასევე, საქართველო-ნორვეგიას შორის სამხედრო სფეროში განათლების გაცვლითი პროგრამების მნიშვნელობას.

დღესვე სახელმწიფო მინისტრი შვედეთში გაემგზავრება, სადაც, ასევე, დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.93
  • 3.3
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46