ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკაში მიემგზავრება

ხუთშაბათი, 07 მარტი, 2013 - 01:21

ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და სომხეთის თავდაცვის მინისტრს სეირან ოჰანიანს შეხვდება. პირისპირ შეხვედრა სომეხ კოლეგასთან თავდაცვის სამინისტროში გაიმართება.

მხარეები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. დაგეგმილია გაფართოებული შეხვედრაც, რომელსაც სომხეთის თავდაცვის სამინისტროს წამომადგენლები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები დაესწრებიან.

შეხვედრების დასრულების შემდეგ სომხეთისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია საქართველოში 8 მარტს დაბრუნდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5