გიორგი ბარათაშვილი სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 21:09

საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. გიორგი ბარათაშვილის თქმით, მის უფლებებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაიცავს.

პარალელურად კი, საზოგადოებრივ მაუწყებელში შექმნილი საინიციატივო ჯგუფი სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას ელოდება. თანამშრომლების ნაწილი ბორდს გენერალური დირექტორის გადაყენებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილების საკითხის დაყენებას პარლამენტში აპირებს. 

ბორდი ხვალ შეიკრიბება. ხვალვე პარლამენტის განათლების კომიტეტი მაუწყებლის შესახებ კანონპროექტს განიხილავს და ტელევიზიაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებს.

 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.48
  • 2.92
  • 3.28
  • 0.04
  • 0.67
  • 1.46