ჟურნალისტი პირდაპირ ეთერში ჩავესის გარდაცვალების ინფორმაციის გადაცემისთვის ცემეს

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 20:54

ჟურნალისტს ქუჩაში თავს დაესხნენ და ცემა დაუწყეს, როცა ის პირდაპირ ეთერში  პრეზიდენტის უგო ჩავესის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას გადასცემდა.  კარაკასის საავადმყოფოს წინ შეკრებილმა ერთიანი სოციალისტური პარტიის აქტივისტებმა RCN-ის კორესპონდენტზე თავდასხმა მას შემდეგ განახორციელეს, რაც ჟურნალისტმა სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ მაინც გადასცა ინფორმაცია უგო  ჩავესის გარდაცვალების შესახებ. 

ოპერატორმა ცემის კადრების გადაღება მოახერხა.

58 წლის უგო ჩავესი  ქვეყნის ხელისუფლებაში 1999 წლიდანაა. 2012 წლის ოქტომბერში მან ოპოზიციონერ ენრიკე კაპრილესს 11 პროცენტის სხვაობით მოუგო არჩევნები.  ავადმყოფობის გამო, პრეზიდენტი ინაუგურაცია, რომელიც  10 იანვარს იყო დანიშნული, არ შედგა.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.62
  • 3.09
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44