პარლამენტი ხვალ ცალმხრივ დასკვნას გამოიტანს - ხათუნა ბერძენიშვილი

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 20:47

საზოგადოებრივ-პოლიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი ხათუნა ბერძენიშვილი და მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი, სამსახურში აღდგენის მოთხოვნით, სასამართლოს მიმართავენ.

როგორც ხათუნა ბერძენიშვილი აცხადებს, მაუწყებელში მიმდინარე პროცესებით არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები დაინტერესდნენ. ხათუნა ბერძენიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ხვალ პარლამენტიში საინიციატივო ჯგუფის წევრებთან შეხვედრა არის დაგეგმილი, თუმცა მას შეხვედრაში მონაწილეობაზე მიწვევა არ მიუღია.

"ჩემთვის არავის არ შეუტყობინებია და არ გამოუთქვამთ სურვილი, რომ ჩემგანაც მიიღონ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მხრიდან რა პოლიტიკურ ზეწოლებზე ვსაუბრობ ამ დღეების განმავლობაში. ბუნებრივია, ეს ფაქტი და ცალმხრივად  მიღებული ინფორმაცია მაძლევს საფუძველს ვივარაუდო, რომ პარლამენტი ხვალ გამოიტანს ცალმხრივ დასკვნას", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51