თავდაცვის მინისტრმა „კარვების ქალაქი“ მოინახულა

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 20:09

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვაზიანის აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე საველე ბანაკს „კარვების ქალაქში“ იმყოფებოდა და საწვრთნელი ბაზის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. ირაკლი ალასანიასთან ერთად ბაზაზე იმყოფებოდა ასევე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა ბროლაძე.

„კარვების ქალაქში“ IV ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ერთთვიან საველე წვრთნას გადიან.

„მინდა ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ თქვენ აირჩიეთ ყველაზე ღირსეული, ვაჟკაცური საქმე - ემსახუროთ თქვენს ქვეყანას. ჩემი სახელით, ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის, გაერთიანებული შტაბის უფროსის, ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძის და ყველას სახელით, მინდა მადლობა გადაგიხადოთ სამშობლოს სიყვარულის გამო, იმის გამო, რომ თქვენ გინდათ თქვენი წვლილი შეიტანოთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, ავღანური უსაფრთხოებისთვის საკუთარი თავიც კი გასწიროთ. ეს არის დასაფასებელი. მინდა პირველ რიგში გულთბილი მოკითხვა გადმოგცეთ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან, ბატონი ივანიშვილისგან. მთავარ ამოცანად, მე, როგორც თავდაცვის მინისტრს, მთავრობას, სამოქალაქო პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, დასახული გვაქვს, რომ თქვენთვის, ჯარისთვის, შეიარაღებული ძალებისთვის, ყველა პირობა შევქმნათ წვრთნისთვის, აღჭურვისთვის, რათა ბოლომდე მოიხადოთ თქვენი ვალი ქვეყნის წინაშე. დღევანდელი დღე, ყოველი დღე, როცა ჯარისკაცებთან გვაქვს შეხება - ჩვენთვის დიდი პატივია. თქვენი გამბედაობის, ვაჟკაცობის წინაშე ჩვენ ქედს ვიხრით. დიდი მადლობა, რომ ყველაზე ღირსეული სამსახური აირჩიეთ, რაც კი მამაკაცს შეიძლება ერგოს წილად - ეს არის ქვეყნის სამსახურში ყოფნა“, - ასე მიმართა თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცებს.

სამხედროებთან საუბრისას ირაკლი ალასანიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურა, ლოგისტიკა და განათლება თავდაცვის სამინისტროს პრიორიტეტებია. ამ მიმართულებით ფინანსთა მინისტრმა თავდაცვის უწყებას მხარდაჭერა შესთავაზა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58