მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან პოზიტიური განცხადებები მოვისმინეთ - ნინო კალანდაძე

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 19:51

სასამართლოს დამოუკიდებლობა, ისევე როგორც მედიაში ჩაურევლობა, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს წარმოადგენდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ნინო კალანდაძემ დღეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე დიალოგის შეფასებისას ბრიფინგზე გააკეთა.

„მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ უაღრესად დადებითად ვაფასებთ იმ პოზიტიურ სიგნალებსა და ტენდენციებს, რომლებიც პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის შემდეგ იკვეთება. კერძოდ, ვგულისხმობ მზაობას, გაკეთდეს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ერთობლივი განცხადება საგარეო კურსის უცვლელობის თაობაზე. ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრას და ამ შეხვედრის შედეგად პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობა, ისევე როგორც მედიაში ჩაურევლობა, წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან განსახილველ საკითხს პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრისას და ჩვენ მოხარული ვართ, რომ პრემიერ-მინისტრის მხრიდან დღეს პოზიტიური განცხადებები მოვისმინეთ.

ჩვენ იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს განცხადებები არ დარჩება სიტყვებად და პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხრიდან ამ განცხადებებს ქმედითი ნაბიჯები მოყვება.

ამ ყოველივეს გათვალისწინებით, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრები მომავალშიც უნდა გაგრძელდეს და მივიჩნევთ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს“, - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58