ურთიერთშეთანხმების შედეგად, თიბისი ბანკი \"აქსის თაუერსის\" აქტივს აქსისს უბრუნებს

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 19:51

კომპანია აქსისისა და თიბისი ბანკის მოლაპარაკებების შედეგად გადაწყდა, რომ ბანკი „თაუერსის“ აქტივს აქსისს უბრუნებს. ამის გარდა, აქსისი თიბისი ბანკთან თანამშრომლობას სხვა მიმართულებითაც ააქტიურებს.

საირმის ქუჩაზე მშენებარე ობიექტი უკვე გაზაფხულზე დასრულდება და თიბისი ბანკი, აქსისის კლიენტებს შეღავათიან იპოთეკურ სესხებს სთავაზობს;

“თიბისი ბანკთან ჩვენ კრიზისის შემდეგ აქტიურად ვთანამშროლობთ და ამ თანამშრომლობას კიდევ უფრო ვააქტიურებთ. სრულდება თიბისის მიერ დაფინანსებული საირმის პროექტი და მოხარულნი ვართ, რომ მომხმარებელს ერთობლივი შეთავაზებას ვუკეთებთ. აქსისი მათ მაღალი ხარისხის თანამედროვე რემონტებს, ხოლო თიბისი ბანკი ჩვენს კლიენტებს შეღავათიან სესხებს შესთავაზებს,” – აცხადებს აქსისის გენერალური დირექტორი გიორგი კაპანაძე.

აქსისი აგრძელებს პარტნიორებთან და ბანკებთან თანამშრომლობას პროექტების განსახორციელებლად. კომპანიის დირექტორის გიორგი კაპანაძის თქმით, აქსისმა მშენებლობები ინტენსიურად გააქტიურა.

"აქსისმა გააქტიურა მშენებლობები, 2013-2014 წლებში ათასამდე ოჯახი მიიღებს ბინას და დაიწყებს სარემონტო სამუშაოებს. ჩვენი ორგანიზაციები მომხარებლებს ამაშიც დავეხმარებით – აქსისი შესთავაზებს მაღალხარისხიან რემონტს შეღავათიანი ფასით, ხოლო ბანკი – დაფინანსებას. ასევე განვიხილავთ დიდუბეში, კედიას ქუჩაზე პროექტის მშენებლობის დაწყების ვადებს", – აცხადებს გიორგი კაპანაძე.

აქსისში აცხადებენ, რომ უძრავი ქონების ბაზარი გამოცოცხლებულია, რაც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმიშვნელოვანესი ფაქტორია.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43