არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, რესოციალიზაციის ფარგლებში, სპორტული ინვენტარი გადასცეს

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 19:04

სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ლევან ყიფიანმა, ასევე პროექტის „არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა“ მონაწილე ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არასრულწლოვანი მსჯავრდებულები მოინახულეს.

არასრულწოვნებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსგან საჩუქრად გადაეცათ სხვადასხვა სახის სპორტული ინვენტარი, სავარჯიშო მოწყობილობები (ტრენაჟორები), სპორტული ფეხსაცმელი, კალათბურთისა და ფეხბურთის ბურთები, კრივის ტყავის ორი ტომარა და სავარჯიშო ტყავის ხელთათმანები, მაისურები სამინისტროს ლოგოთი და სლოგანით, ასევე, მათი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით ფსიქოლოგების მიერ წინასწარ შერჩეული წიგნები.

პროექტის ფარგლებში განახლდა არსებული ბიბლიოთეკა, ასევე გაიხსნა მსჯავრდებულთათვის სახელობო (პროფესიული) სწავლება, სადაც არასრულწლოვნები ხეზე კვეთას, ესკიზირებას, ხის მხატვრულ დამუშავებას, ხელნაკეთი ნივთებისა და აქსესუარების დამზადებას შეისწავლიან.

ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში მოეწყობა კინოლექტორიუმი და ჩატარდება თემატურად შერჩეული კინოჩვენებები.

შეხვედრა მუსიკალური ჯგუფი ,,ფრანი’’-ს კონცერტით დასრულდა.

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი მიმდინარე წელს ,,ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის’’ ფარგლებში ახორციელებს ქვეპროგრამას ,,არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულების რესოციალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა’’, რომელიც მიზანად ისახავს არასრულწლოვანი და ახალგაზრდა (26 წლამდე) მსჯავრდებულების რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას სპორტის აქტიური გამოყენებით, არაფორმალური განათლების და პროფესიული (სახელობო) სწავლების უზრუნველყოფით. პროექტის ფარგლებში მსჯავრდებულთა დაწესებულებებში მოეწყობა სპორტული ტურნირები სპორტის სახეობებში, როგორიცაა: ფეხბურთი, ქუჩის კალათბურთი, ფრენბურთი, მკლავჭიდი.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43