ირაკლი ალასანია პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის მომხრეა

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 19:07

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩვეას სწორად მიიჩნევს. მისი განცხადებით,  ჩვენი ქვეყანა საპარლამენტო რესპუბლიკა იქნება თუ საპრეზიდენტო, ეს ხალხის გადასაწყვეტია.

"რაც შეეხება საპრეზიდენტო არჩევნებს, სწორია, რომ ის იყოს არჩეული პირდაპირი წესით. ჩვენ არ აგვირჩევია პარლამენტი იმ მანდატით, რომ მან აირჩიოს პრეზიდენტი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი და ბუნებრივი პოზიცია გააჟღერა პრემიერმა. სამომავლოდ კი, ეს ფართო საზოგადოების გადასაწყვეტია, საპარლამენტო რესპუბლიკა არის მისაღები ჩვენი ქვეყნისთვის თუ საპრეზიდენტო. ჩვენც, როგორც კოალიციის წევრები, მხარს ვუჭერთ, რომ საზოგადოებამ გადაწყვიტოს და არა რომელიმე პარტიამ და ჯგუფმა", - განაცხადა ალასანიამ.

განცხადება ალასანიამ ჟურნალისტებთან დღეს, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ბაზის დათვალიერების შემდეგ გააკეთა.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58