დევნილებისთვის ბინების მისაღებად აუცილებელი კრიტერიუმები უკვე ცნობილია

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 18:40

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველმა მოადგილმე, გოგი ფაცაციამ დევნილ მოსახლეობას, არასამთავრობო სექტორს, საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებსა და საელჩოების წარმომადგენლებს დღეს ის დოკუმენტი წარუდგინა, რის მიხედვითაც დევნილი მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ბინების განაწილება მოხდება.

დღემდე სამინისტროს მსგავსი კრიტერიუმები არ გააჩნდა. კრიტერიუმები იგივე ქულების სისტემაა, რომელიც დევნილი ოჯახის საჭიროების შეფასებისას დაჯამდება. დევნილი ოჯახი, რომელიც მეტ ქულას დააგროვებს, პრიორიტეტი ენიჭება. სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით მოხდება დევნილი ოჯახებისათვის საცხოვრებელი ფართების განაწილება, იქნება ეს ახლადაშენებული, რეაბილიტირებული შენობები თუ სხვა საცხოვრებელი ბინები და სახლები.

აღნიშნული დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ოკუპირებული ტერიტორიოებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პარტნიორები: დანიის ლტოლვილთა საბჭო; გაეროს უმაღლესი კომისარიატი ლტოლვილთა საკითხებში; ნორვეგიის ლტოლვილთა საბჭო და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; სახალხო დამცველი; სოციალური პროგრამების ფონდი; სინერგია. დოკუმენტი სამინისტროსთან არსებულმა სამეთვალყურეო საბჭომაც განიხილა და დაამტკიცა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5