„ტორპედო ქუთაისს“ წერეთლის უნივერსიტეტის „ქომაგთა კლუბი“ უგულშემატკივრებს

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 18:34

”ტორპედო ქუთაისსა” და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთ-თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე,  უნივერსიტეტში სტუდენტთა „ქომაგთა კლუბი“ ჩამოყალიბდება,  რომელთა წევრებიც ლეგენდარულ კლუბ „ტორპედო ქუთაისს“ უგულშემატკივრებენ და მატჩებზე დასასწრებად სპეციალური პირობებითაც ისარგებლებენ. მემორანდუმს ხელი 6 მარტს მოეწერა.

‘‘‘ტორპედო ქუთაისი” არის წარმატების დიდი ისტორია, რომელშიც ვისოლ ჯგუფი ახალ ფურცლებს წერს. წელს გუნდმა საქართველოს თასის მეოთხედფინალში გადასვლა უკვე მოახერხა და საქართველოს ჩემპიონატის ლიდერთა შორისაა. თუმცა გუნდის მეტად გაძლიერებისათვის, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გულშემატკივართა მხარდაჭერა და სიმრავლე. შეაბამისად, მოხარული ვართ, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს სურვილი აქვთ „ქომაგთა კლუბი“ ჩამოაყალიბონ და უგულშემატკიბვრონ გუნდს, რომელთა მატჩები ქუთაისში სახალხო დღესასწაულია” - აცხადებენ „ტორპედო ქუთაისში“.

 ”ტორპედო ქუთაისსა” და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე სტუდენტები ”ტორპედო ქუთაისის” მატჩებზე დასასწრებად სპეციალური პირობებით ისარგებლებენ. მათ დაეთმობათ სპეციალურად გამოყოფილი სექტორი სტადიონზე და ბილეთებსაც სპეციალური ფასდაკლებით შეიძენენ.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.4
  • 2.79
  • 3.12
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42