დავით ნარმანიამ ახალციხის წყალმომარაგების რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 18:27

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მისმა მოადგილემ შოთა მურღულიამ დღეს ახალციხის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.
ახალციხის წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის კოორდინირებით ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ახალციხის წყლის რეაბილიტაციის პროცესი რამდენიმე თვის განმავლობაში შეჩერებული იყო. სამუშაოები ერთი თვის წინ განახლდა და ის ინტენსიურად მიმდინარეობს. ახალციხის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება, რის შედეგადაც ქალაქის მოსახლეობას 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დათვალიერების შემდეგ მინისტრი და მისი მოადგილე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისს ესტუმრნენ და კომპანიის ხელმძღვანელებთან ერთად, ქალაქის გამრიცხველიანების საკითხი მიმოიხილეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

როცა ბოროტი რეჟიმი ინგრევა, კაცი ამ ბოროტებას სწორედ მაშინ არ უნდა წაეშველოს. თან, მთელი 20 000 ლარით - ირმა ინაშვილი მამუკა ბახტაძეზე ძალიან სამარცხვინოა - მერაბ მეტრეველი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე ბიძინას ტვინის ვისაც გჯერათ, მერე მელაპარაკეთ, სასიძოს პრემიერად რომ წარადგენს - ნიკა გვარამია არ მგონია მასზე ხელის შეწმენდა სამართლიანი იყოს - კობა დავითაშვილი პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე მთავრობის გადადგომას რა ლეგიტიმაციით ითხოვთ თქვე ,,გოუცრელი ჭადით გაზრდილებო"?! - ჯაბა ხუბუა ეშმაკთან რომ პირი შეკარი შენ, "ქართულო ოცნებავ", ეს ღუპავს ქვეყანას - ირმა ინაშვილი

გამოკითხვა

ეთანხმებით თუ არა ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკას

ვალუტა

  • 2.46
  • 2.86
  • 3.26
  • 0.04
  • 0.52
  • 1.45