უგო ჩავესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბელორუსში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 18:26

ბელორუსის ხელისუფლებამ ვენესუელას პრეზიდენტი უგო ჩავესის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ბრძანებით, დღეს დილიდან,   სამი დღის განმავლობაში, სახელმწიფოს მეთაურის რეზიდენციისა  და სხვა საჯარო დაწესებულებების შენობებზე,  მთელი ქვეყნის მასშტაბით,  ეროვნული დროშები დაშვებული იქნება. 

 მოქალაქეებისადმი მიმართვაში ლუკაშენკომ პირობა დადო, რომ ბელორუსისა და ვენესუელას მეგობრობა ჩავესის შემდეგაც გაგრძელდება.

ვენესუელას პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, გლოვა ირანის ხელისუფლებამაც გამოაცხადა.  

ვენესუელაში შვიდდღიანი ეროვნული გლოვა გამოცხადდა. უგო ჩავესი, რომელიც  ქვეყანას 14 წელი მართავდა, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გუშინ გარდაიცვალა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51