რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ახალციხეში ადგილობრივი მედიის ოფისებს ესტუმრა

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 18:13

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია ახალციხეში ადგილობრივი მედიის ოფისებს ესტუმრა და გაზეთ ”სამხრეთის კარიბჭისა” და ადგილობრივი ტელეკომპანიის - ”მე-9 არხის” წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას დავით ნარმანიამ აღნიშნა, რეგიონებში დამოუკიდებელი მედიის არსებობას რეგიონული განვითარებისათვის და სამოქალაქო აქტივობის გაზრდის თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ნარმანია შეპირდა ჟურნალისტებს, რომ სამინისტროს საქმიანობა ღია და გამჭვირვალე იქნება და მათ ნებისმიერ დროს შეეძლებათ მათთვის საინტერესო ინფორმაციის მიღება.

”სწორედ რეგიონული მედიის საშუალებით უნდა მივიტანოთ ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობამდე და ასევე, მედიის საშუალებით უნდა შევიტყოთ ადილობრივთა პრობლემების შესახებ, რათა ამ ინფორმაციის საფუძველზე დავგეგმოთ ჩვენი სამომავლო საქმიანობა”. - განაცხადა დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს.

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46