დავით საყვარელიძე დაკითხვაზე ისევ დაიბარეს

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 18:03

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი წევრი დავით საყვარელიძე დაკითხვაზე ისევ დაიბარეს, - ამის შესახებ ინფორმაცია უმცირესობის წევრმა რამდენიმე წუთის წინ facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოძახების უწყების ფოტოსთან ერთად თავად გაავრცელა.

უწყების მიხედვით, საყვარელიძე სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროტურატურაში 7 მარტს 15:00 საათამდე უნდა გამოცხადდეს.

"ეგეც ახალი უწყება) ამჯერად რას მედავებიან არ დაუკონკრეტებიათ) უბრალოდ "მოდი" სამცხე-ჯავახეთის პროკურატურაშიო) ალბათ დაავიწყდათ, რომ მე მაინც მაქვს ნასწავლი სისხლის სამართლის პროცესი და იურიდიულის დიპლომიც არ გამიხდია სადავო) აქვე მეგობრული რჩევა იმათ, ვინც ეს უაზროდ შედგენილო ქაღალდი გამომიგზავნა: მოწმეს მინიმუმ უნდა შეატყობინობინოთ რა საქმეზეა დაბარებული საგამოძიებო ორგანოში. განსაკუთრებით კი პარლამენტის წევრს სასესიო დღეს. ბატონო ბიძინა, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების ერთად-ერთი გზა პოლიტიკურ ოპონენტთან მოლაპარაკებაა და არა უშინაარსო და უაზრო უწყებების გზავნა პარლამენტის წევრებთან. ნუ დაღლით ნურც ამომრჩეველს და ნურც პროკურორებს. თუმცა მაინც პატივს ვცემ ჩემს ძველ კეთილსინდისიერ კოლეგებს, ამ შემთხვევაში შემსრულებლებს, და მზად ვარ მივიღო და გავცე პასუხი არასაპარლამენტო საათებში, ქუთაისში, პარლამენტის თანამედროვე შენობაში მოსულ გამომძიებელს ბატონ ზურაბ სამადაშვილს (მიუხედავად მაიმუნობისა)" - წერს საყვარელიძე facebook-ზე.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43