დავით კირვალიძე ესტონეთის ელჩს შეხვდა

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 17:37

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პრიიტ ტურკი მიიღო. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის არსებული გამოცდილება და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

დავით კირვალიძე განსაკუთრებით დაინტერესდა ესტონეთში ფერმერული კოოპერაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროექტებით და შესაბამისი კანონმდებლობით. პრიიტ ტურკმა დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ სოფლის მეურნეობის პრიორიტეტულ დარგად დასახელება. ელჩი სოფლისა და სოფლის მეურნეობის ფონდის ფარგლებში დაგეგმილი პროექტებითაც დაინტერესდა.

დავით კირვალიძემ აღნიშნა, რომ სურსათის უვნებლობის დაცვა სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, ამიტომ მსგავსი ტიპის შეხვედრების ორგანიზება საინტერესო და პროდუქტიული იქნება.

შეხვედრაზე საქართველოსა და ესტონეთის სურსათის უვნებლობის სამსახურების ერთობლივ სემინარზეც ისაუბრეს, რომელიც 12 მარტს თბილისში ჩატარდება. სემინარი საქართველოსა და ესტონეთს შორის თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში გაიმარება. პროექტის მიზანს ქართული კვების მრეწველობაში სურსათის უვნებლობის ვროპული სტანდარტების დანერგვა და ამ მიმართულებით ესტონური გამოცდილების გაზიარება წარმოადგენს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.56
  • 3.03
  • 3.44
  • 0.04
  • 0.67
  • 1.51