სასამართლოს დამოუკიდებლობას პოლიტიკოსის მოსაზრებები არ უნდა შეეხოს - კოტე კუბლაშვილი

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 17:30

დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების მხრიდან არის ნაბიჯი გადმოდგმული სასამართლოს სამართლიანობის მიმართ, - ამის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კოტე კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან უზენაეს სასამართლოში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მათ ისაუბრეს სასამართლოს რეფორმებზე და მის დამოუკიდებლობაზე, რომ ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და პოზიციად ობიექტურად მიუდგნენ სასამართლოს გადაწყვეტილებებს.

"ვისაუბრეთ ყველა იმ მიმართულებაზე, რაც ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის კიდევ უფრო გაძლიერებას. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებისგან არის გადმოდგმული ნაბიჯი იმისკენ, რომ სასამართლოს მიმართ იყვნენ სწორედ ისეთი, როგორიც უნდა იყოს ნებისმიერი ხელისუფლება. გადაწყვეტილებების ობიექტური შემფასებელი უნდა იყოს და ობიექტურად უყურებდეს სასამართლოს საქმიანობას არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც, რათა სასამართლო იყოს, პირველ რიგში, თავისუფალი კორუფციისგან, თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკოსისგან, რომელიც არის ამ ქვეყანაში. მათ თავიანთი მოსაზრებები აქვთ, მაგრამ სასამართლოს დამოუკიდებლობას ეს ყველაფერი არ უნდა შეეხოს", - განაცხადა კუბლაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა და განცხადებები მათ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.07
  • 0.04
  • 0.69
  • 1.43