თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მას იურიდული განათლება აქვს

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 17:19

თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ მას იურიდული განათლება აქვს. ამის შესახებ განცხადება მან პირველი არხის ეთერში გააკეთა. გადაცემა "აქცენტების" ავტორსა და წამყვანს ეკა კვესიტაძეს იუსტიციის მინისტრმა ჩარჩოში ჩასმული დიპლომები გადასცა.

მინისტრის განცხადებით, მას ოთხი დიპლომი აქვს. აქედან ორი საერთაშორისო ურთიერთობებში მის უმაღლეს, დანარჩენი ორი კი მის იურისტობას ადასტურებს.

წულუკიანის განცხადებით, საფრანგეთში უმაღლესი სასწავლებელი ENA დაამთავრა, რომელიც ამზადებს ადმინისტრაციულ მოსამართლეებს და ამ სფეროში, ადმინისტრაციულ სამართალმცოდნეობაში, ევროპულ სამართალში, ადამიანის უფლებებში იძლევა უმაღლეს იურიდიულ განათლებას.

"რაც შეეხება ქართულ კანონს, ის ითხოვს, რომ მე ვიყო საქართველოს მოქალაქე და მქონდეს იურიდიული განათლების უმაღლესი დიპლომი. მე ქართული კანონის მოთხოვნას ვაკმაყოფილებ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

"აქცენტებში" მონაწილეობა მიიღო ასევე უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა. მისი განცხადებით, უმცირესობას კითხვები ისევ დარჩა იმასთან დაკავშირებით, რამდენად კანონიერად იკავებს იუსტიციის მინისტრი პოსტს.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.47
  • 2.97
  • 3.34
  • 0.04
  • 0.71
  • 1.46