საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს და ირწმუნოს, რომ სასამართლო არის სამართლიანი - ბიძინა ივანიშვილი

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 17:19

მთავარია, საზოგადოებამ დაიჯეროს და ირწმუნოს, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი, - განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან, კოტე კუბლაშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრის ძირითადი თემა სასამართლოს რეფორმებზე და მის დამოუკიდებლობაზე საუბარი იყო.

"საუბარი ეხებოდა იმას, რომ სასამართლო აუცილებლად უნდა იყო დამოუკიდებელი, როგორც ახალი, ასევე ძველი ხელისუფლებისგან. რაც მთავრია, სააზოგადოებამ უნდა დაიჯეროს და ირწმუნოს, რომ სასამართლო იყოს სამართლიანი", - განაცხადა ივანიშვილმა.

ასევე პრემიერის განცხადებით, მათი საუბარი შეეხო სასამართლო რეფორმებსაც, რაზეც უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა.

"რეფორმების გატარება არის აუცილებელი, ბატონ კოტესაც გააჩნია მზაობა და თანახმაა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ინიცირებულია იუსტიიცისს სამინისტროსაგან და ახალი გუნდისაგან, ამ რეფორმის ცვლილებას 80% ეთანხმება", - აღნიშნა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა დახურულ ფორმატში გაიმართა და განცხადებები მათ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთეს.

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.44
  • 2.67
  • 3.16
  • 0.04
  • 0.69
  • 1.45