ლევან დავითაშვილმა ქართული ღვინის რუსეთის ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 16:44

სოფლის მეურნეობის სამინისტროში ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან დავითაშვილმა, დღეს ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების და რუსი ექსპერტების მიერ ქართული საწარმოების ინსპექტირების შედეგების შესახებ განცხადება გააკეთა.

“პროცესი ობიექტურად წარიმართა. შემოწომდა 36 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების, ასევე 4 მინერალური წყლის მწარმოებელი საწარმო. ამ სიაში მოხვდა ფაქტიურად ყველა კომპანია, ვისაც განაცხადი ჰქონდა გაკეთებული. არის გამონაკლისებიც, მაგალითად შავნაბადას მონასტრი, სადაც ბერებმა თავად განაცხადეს უარი. კომპანია “ვაინმენი” რომლის შემოწმებაც ფიზიკურად ვერ მოესწრო. არის მხოლოდ ერთი საწარმო, რომელიც შემოწმდა და ვერ გაიარა შემოწმება. ვფიქრობ, შედეგები ძალიან კარგია“, - განაცხადა ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, დადასტურდა მეორე ვიზიტის თარიღიც - 25 მარტი, როდესაც ჩამოვა ექსპერტების მეორე დელეგაცია და დარჩენილ ყველა საწარმოს შეამოწმებს. ამის შემდეგ ყველა კომპანია, ვინც გაივლის ინსპექტირების პროცესს, ორგანიზებულად დაიწყებენ საკუთარი პროდუქციის დარეგისტრირებას. ეს პროცესი, სავარაუდოდ, აპრილის ბოლოს დასრულდება და დაახლოებით მაისში იქნება შესაძლებელი პირველი პარტიის რუსეთში გაგზავნა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ რუსეთში წლის განმავლობაში მოსალოდნელია სავარაუდოდ 8-10 მილიონი ბოთლის გატანა, რაც მთლიანი ექსპორტის 25 პროცენტია. მისი თქმით, ექსპორტის ისტორიული მაქსიმუმი 2005 წელს - 52 მილიონი ბოთლი დაფიქსირდა, თუმცა ეს იყო დაბალფასიანი ღვინო. ახლა ქართული ღვინის ფასმა აიწია და იგი მაღალ სეგმენტში გადის როგორც რუსულ, ასევე სხვა ბაზრებზეც.

 

 

 

მსგავსი სიახლეები

"ახალი საქართველო"-ს ტელე არქივი

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

გაუმჯობესდა თუ არა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა

ვალუტა

  • 2.41
  • 2.62
  • 3.09
  • 0.04
  • 0.67
  • 1.44