"კაზინო აჭარა" უსაფუძვლოს და უპასუხისმგებლოს უწოდებს მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 16:03

შპს "კაზინო აჭარა" ამჟამინდელი მფლობელის სახელით უსაფუძვლოს და უპასუხისმგებლოს უწოდებს დღეს მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს და ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"ჯეონიუსი" უცვლელად გთავაზობთ განცხადებას:

"2009 წლის 31 ოქტომბერს გაფორმდა ხელშეკრულება შპს "კაზინო აჭარის" 100% წილის ნასყიდობის შესახებ. ნასყიდობის ფასი შეადგენდა 12 მილიონ აშშ დოლარს. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად იქნა შესრულებული მყიდველი მხარის მიერ. ხელშეკრულებით გამყდიველ მხარეს უშუალოდ წარმოადგენდა ფიზიკური პირი - თეიმურაზ უგულავა, რომლის 100%-იან საკუთრებაში სამეწარმეო რეესტრის თანახმად იმყოფებოდა გასაყიდი კომპანია.

ხელშეკრულების თანახმად, ნებისმიერი ვალდებულება, რომელიც კომპანიას - შპს "კაზინო აჭარას" აღმოაჩნდება და შეეხება გადაცემამდე არსებულ პერიოდს და ეს გარემოება არ იქნება ცნობილი მყიდველი მხარისათვის, გამყიდველი - იგივე თემურ უგულავა იღებს პასუხისმგებლობას აღნიშნული ვალდებულებების შესრულებაზე. მყიდველისთვის ხელშეკრულების გაფორმების და ასევე შემდგომ პერიოდში არ ყოფილა ცნობილი ბ-ნ ივანე ჩიღვინაძესთან არსებული რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ",-ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

სააკაშვილს სიამოვნებით გავაწნავდი სილას მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართველების ლიდერობა ირჩია - სულა სულაშვილი იყავით უშიშარნი ვითარცა უხორცო!!! პირველ დარტყმას პირადად მე ავიღებ ჩემს თავზე!!! - სანდრო ბრეგაძე მიდით დაგვარბიეთ და რა ტურასაც დაიჭერთ, მერე ვნახოთ - რამაზ გაგნიძე ამერიკის საელჩოსა და მთავრობას შორის შეთანხმევაზე ავრცელებს ინფორმაციას რამდენი რამის თქმა მსურს იმ ადამიანების გასაგონად, ვისაც ერთხელ მაინც არ ჰქონია განცდა საკუთარი ცოდვისა... - პეტრე კოლხი ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.39
  • 2.8
  • 3.07
  • 0.04
  • 0.68
  • 1.39