წულუკიანმა დაადასტურა, რომ მას არ გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება - ჩიორა თაქთაქიშვილი

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 15:53

ამ დიპლომების წარმოდგენით წულუკიანმა დაადასტურა, რომ არ გააჩნია უმაღლესი იურიდიული განათლება. დღევანდელი ინფორმაციის გათვალისწინებით, დღეს საქათველოს ჰყავს კანონგარეშე იუსტიციის მინისტრი.  ჩვენ სწორედ იმ ინფორმაციას ველოდით, რომელიც ქალბატონმა თეა წულუკიანმა დადასტურა. - ამის შესახებ განცხადება უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრად კანონის დაცვით არ არის დანიშნული. თაქთაქიშვილი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოში არსებობდეს ისეთი იუსტიციის მინისტრი რომელიც არის კანონის დაცვით დანიშნული და, მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სისხლის სამართლის საქმეები ქვეყანაში აწარმოონ იმ პროკურორებმა, რომლებიც სამართლებრივად კანონის ფარგლებში ჯდებიან.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, გადაცემა “აქცენტებში” ეკა კვესიტაძეს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ჰყავდა სტუმრად, რომელმაც საზოგადოებრივ მაუწყებელს სამახსოვროდ საკუთარი ორი დიპლომი ავტოგრაფით აჩუქა. ამავე გადაცემაში უმცირესობის წევრმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა თემასთან დაკავშირებით პირდაპირი ჩართვის მეშვეობით თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

არ მომწონს მიშას რევოლუციონერად რომ მოიხსენიებენ - ხათუნა ოჩიაური უბრალოდ, ბოლო მომენტში შეიცვალა რაღაც... - ირაკლი ტაბლიაშვილი სააკაშვილის გათავისუფლებაზე როცა 50-მილიონიანი ქვეყნის დედაქალაქი ზანზარებს შენი ქვეყნის პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით... - ირინა სარიშვილი ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.54
  • 3
  • 3.41
  • 0.04
  • 0.66
  • 1.5