სამხედრო ნაწილებში წინა ხელისუფლების დროს არსებული გაუსაძლისი მდგომარეობა არ შეცვლილა - ირაკლი სესიაშვილი

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 14:51

სამხედრო ნაწილებში წინა ხელისუფლების დროს არსებული  გაუსაძლისი მდგომარეობა ახლაც არ შეცვლილა, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და პარლამენტარებს მოუწოდებს, თითოეულმა მათგანმა მოინახულოს სამხედრო ნაწილები და ნახოს იქ არსებული ვითარება.

სესიაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში ის თანხებიც დაასახელა, რომელიც წინა მთავრობის მაღალჩინოსნებმა პრემიების სახით მიიღეს.

"ნაციონალური მოძრაობის მინისტრებმა 41 მილიონი ჩამოირიგეს პრემიების სახით იმ დროს, როცა სამხედრო ნაწილებში გაუსაძლისი მდგომარეობა იყო. გაერთიანებული შტაბის უფროსმა მიიღო 267 000 ლარი სამი წლის განმავლობაში, მისმა მოადგილემ, გიორგი კალანდაძემ 200 000 ლარი, ახალაიას 756 000 ლარის იარაღი აქვს საჩუქრად დარიგებული, მათ შორის,  ეს იარაღი მიიღეს აკაკი მინაშვილმა და ნუგზარ წიკლაურმა", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, აღნიშნული თანხების გაცემა 2009 წლის სექტემბრიდან 2012 წლის ოქტომბრის ჩათვლით მოხდა. სესიაშვილმა პარლამენტში სპეციალური სტენდიც მოაწყო, რომლის ერთ მხარეს მინისტრების, მათი მოადგილეებისა და დეპარტამენტის ხელმძღვანელების მანქანები და კაბინეტები არის ასახული, მეორე მხარეს კი სამხედრო ნაწილების ყოფის ამსახველი ფოტოები.

 ირაკლი სესიაშვილის მხრიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში დადანაშაულებული პირებს, აკაკი მინაშვილს და ნუგზარ წიკლაურს ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.68
  • 3.04
  • 0.04
  • 0.68
  • 1.43