ირაკლი ღარიბაშვილი იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნის ცერემონიას დაესწრო

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 14:40

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შსს-ს აკადემიაში იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნის ცერემონიას აშშ-ს ელჩითან საქართველოში რიჩარდ ნორლანდთან და საქართველოში მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მისიის ხელმძღვანელთან ილიანა დერილოვასტან ერთად დაისწრო. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით სტრატეგია მოიცავს ბერვ სხვადასხვა სფეროებს.

"ეს სტრატეგია მოიცავს სხვადასხვა სფეროებს - ადამიანის უფლებების დაცვის, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და საზღვრის დაცვის ჩათვლით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საზღვრის დაცვისა და მიგრაციის საკითხებს, რადგან სასაზღვრო ზოლში უკანონო ქმედებების პრევენცია, დადგენა და აღკვეთა ჩვენი სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა აშშ-ს საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდაცვითი პროგრამების ბიუროს (INL) დაფინანსებით და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით განხორციელდა. იმიტირებული სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გახსნასთან ერთად დაიწყო აშშ-ის საელჩოს მიერ ორგანიზებული ტრენინგი თემაზე - "საზღვრის კონტროლის მართვა", რომელსაც ამერიკელი ექსპოერტები უძღვებიან. ტრენინგი, რომელშიც შსს-ს სასაზღვრო პოლიციის, საპტრულო პოლიციის, სპეციალური ოპერაციების ცენტრისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლები მონაწილეობენ, 15 მარტს დასრულდება.

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ამ ქათმებს საერთოდ წარმოდგენა აქვთ, რას ნიშნავს კონსტიტუციური მონარქია - სულა სულაშვილი ივანიშვილის გარეშე დიდხანს ვერ დარჩებიან ხელისუფლებაში, მაგრამ ბევრის გაფუჭებას მოასწრებენ - მამუკა გამყრელიძე საჯაროდ გპირდები, ძალიან მალე ეს ქვეყანა შენგან გათავისუფლდება!!!! - ელისო კილაძე დღეს, ვინც ქოცების კრიტიკისთვის ტაშს მიკრავთ, ხვალ ნაცების გაკრიტიკებისთვის დედას მაგინებთ - სულა სულაშვილი ქვეყანა ღერძიდან გადაღუნა და ესენი ღლიცინებენ, ბიძინა "ხიხო" არისო - სულა სულაშვილი ან მე გავგიჟდი, ანდა იურისტთა უმრავლესობას „მარტივი ჭეშმარიტების დანახვა და აღიარება“ არ სურს - გიორგი მარიამიძე

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.41
  • 2.69
  • 3.05
  • 0.04
  • 0.68
  • 1.42