ბოლნისში წითელი ჯვრის საზოგადოების (სწჯს) “სოციალური ცენტრი“ იხსნება

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 14:24

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება (სწჯს) ბოლნისში ხვალ სოციალურ ცენტრს გახსნის. სწჯს-ის ბოლნისის ფილიალში სწჯს-ის ორი პროექტი მიმდინარეობს: „უსაფრთხო და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა ხანდაზმულთათვის“ და „ვიმოქმედოთ ერთად“.

პროექტების მხარდამჭერები არიან: წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაცია, ბრიტანეთის განვითარების ფონდი, ავსტრიისა და იტალიის წითელი ჯვარი და ბოლნისის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი.

სოციალური პროექტის „უსაფრთხო და ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა ხანდაზმულთათვის“ მიზანია ხანდაზმულების შესაძლებლობების გაზრდა ძირითადი სერვისების, რესურსებისა და პოლისების შემუშავების გზით, ასევე შესაძლებლობების გაძლიერება და პარტნიორობის გაუმჯობესება ხანდაზმულთა მდგრადი მომსახურებისათვის სწჯს-ის ფილიალებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის.

პროექტის „ვიმოქმედოთ ერთად“ მიზანია საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სოციალური ჩართულობისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების ხელშეწყობა. ამ პროექტით საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება თემზე დაფუძნებული მომსახურების გაწევით მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ეროვნული უმცირესობების სოციალური ჩართულობასა და ნდობის აღდგენაში.

სოციალური ცენტრის პრეზენტაცია გაიმართება ბოლნისში, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალში (სულხან-საბა ორბელიანის N 123) 7 მარტს, 14:00 სთ-ზე.

ღონისძიებას დაესწრებიან სწჯს-ის პრეზიდენტი, წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საერთაშორისო ფედერაციის, დანიის წითელი ჯვრის, საპატრიარქოს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე სხვა მოწვეული სტუმრები.

დამატებითი იფორმაციისთვის დაუკავშირდით : თინათინ კიკაბიძეს ტელ. 551 107 555

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება

 

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

გამოკითხვა

ვის ისურვებდით დედაქალაქის მერად

ვალუტა

  • 2.49
  • 2.93
  • 3.28
  • 0.04
  • 0.68
  • 1.46