ამ ცვლილებამ გავლენების ქვეშ არ უნდა მოაქციოს საზოგადოებრივი მაუწყებელი - გიგი წერეთელი

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 14:10

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესი მნიშვნელოვანი თემაა. ვფიქრობთ, რომ იმ თემებს და საკითხებს შორის, რომელიც პარლამენტში წამოიჭრება სადისკუსიოდ, ეს საკითხიც იქნება მათ შორის, - ამის შესახებ განცხადებას უმცირესობის წევრი, გიგი წერეთელი აკეთებს. მისი თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებელში  შიდა პროცესები მაქსიმალურად იყოს თავისუფალი და დაცული გარედან ჩარევისგან და აინტერესებს, თუ რას აპირებს ამ საკითხთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლება.

"საუბარია ახალ კანონზე და  ცვლილებებზე.  ჩვენ არ გვინდა, რომ ამ ცვლილებამ თუ ნებისმიერმა სხვა მექანიზმმა რომელიმე მხარის გავლენების ქვეშ მოაქციოს საზოგადოებრივი მაუწყებელი", - განაცხადა უმცირესობის წევრმა.

მისი თქმით, კანონპროექტი, რომელიც უნდა შევიდეს განსახილველად პარლამენტში, ყურადღებას საჭიროებს და, შესაბამისად, როგორც მან აღნიშნა, უმცირესობა ყურადღებით დააკვირდება საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისათვის უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლები პარლამენტში არიან შეკრებილები. ისინი პარლამენტის სხდომაზე ერთ-ერთ მთავარ თემას, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებულ საკითხს განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58