სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ღორის გრიპთან დაკავშირებით ახალი წესები ამოქმედდება

ოთხშაბათი, 06 მარტი, 2013 - 13:51

თებერვალს სასჯელ-აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრებისთვის H1N1-ის ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებელ რეკომენდაციებზე ისაუბრეს.

სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, რეკომენდაციები განკუთვნილია მათთვის, ვისაც უახლოეს მომავალაში მსჯავდებულებთან გრძელვადიანი პაემანი ან საქმიანი ვიზიტი აქვს დაგეგმილი. ქცევის ახალი წესები ამოქმედდება სასჯელაღსრულების დაწესებულეებში დასაქმებული პერსონალისთვისაც.

სასჯელაღსრულების სამინისტრო ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ანტიგრიპოზული მედიკამენტების მარაგს (ტამიფლუ, რელენზა), რომლის გამოყენებაც მოხდება საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ.

ამ დრომდე საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ღორის გრიპის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

მსგავსი სიახლეები

სოციალური ქსელი

ვისაც ვერანაირად ვერ ვუხსნი და ვისთანაც მიჭირს სიტყვების პოვნა - სანდრა რულოვსი როდის გაარკვევს განათლების მინისტრი ნაცარქექიასთან ურთიერთობას და მოხედავს ამ ლამაზ ბიჭებს და გოგოებს - ირაკლი ჟვანია ასე იწყებოდა ჩემს ბავშვობაში - 80-იანი წლების ბოლოს დანებით დაიწყეს და 90-იან წლებში ავტომატებით გააგრძელეს ერთმანეთის მკვლელობა - სანდრო ბრეგაძე იმედია, არ დადასტურდება არაოფიციალური ინფორმაცია - ნანუკა ჟორჟოლიანი მთავრობას მიმართავს გაიღვიძეთ რა!!! რამ დაგადუმად, რამ დაგაგლახავად ასე! იმოქმედეთ რა!!! - გია მაისაშვილი მაშინ როდესაც ბარბარეს სიცოცხლე ქვევრში ჩაკალით?! აბა, გაბედეთ და იმ ქვევრს ახადეთ თავსახური... - სულა სულაშვილი

გამოკითხვა

ვალუტა

  • 2.68
  • 3.15
  • 3.61
  • 0.05
  • 0.7
  • 1.58